რეზონანსი
15.11.2025

ციცინო შურღაიასა და ია ფარულავას დიდი კონფლიქტის მიზეზი საცხოვრებელი ბინების გაცვლა აღმოჩნდა. ყოფილმა მეგობრებმა ერეთმანეთის სახლების იყიდეს და დაპირისპირებაც აქედან დაიწყო. კონფლიქტის შესახებ შურღაიამ გამოცემა "ზმნასთან" ისაუბრა:

„მე იას ძალიან მეგობრულად ვექცეოდი. შენ არ მუშაობ-მეთქი და ვეხმარებოდი. გულს და სულს ვდებდი მასთან ურთიერთობაში. ყველაფერს ვუკეთებდი, როგორც მეგობარს. მაგრამ თვითონ მოიქცა, როგორც ნაძირალა. 

მოკლედ, ბინები მივყიდეთ ერთმანეთს. დრო გავიდა და ჩემი ნაყიდი ბინიდან არ გამოდიოდა. იქ კატები ცხოვრობენ და ვერ გავცლიო, ეს მითხრა ბინის შეძენიდან ორი თვის შემდეგ. ჩემი შვილი და სიძე კანადაში ცხოვრობენ, ბინის თანხის ნაწილი მათ მომცეს, რაც იას გადავუხადე.

ახალი და უფრო ფართო ბინაც, რეალურად შვილიშვილებისთვის მინდოდა. ჩემი შვილი და სიძე, იმ დღეებში, კანადიდან მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ არ გადავდიოდი ახალ ბინაში; მე ხან რას ვეუბნებოდი, ხან რას. რეალურად იმას, რასაც მატყუებდა ბინის ყოფილი მეპატრონე.

მეუბნებოდა, რომ იქ რემონტს გავაკეთებ და მანამდე შენთან ერთად ვიცხოვრებო. მერე, რაღაც ხელშეკრულების დადებას მთხოვდა, უკვე შეძენილ ბინაზე, კიდევ კარგი რომ არ მოვტყუვდი, თორემ შეიძლება საერთოდ გარეთ დავრჩენილიყავი. მერე თქვა, რომ იმ ბინაში ვერ იცხოვრებოდა, არ ეკადრებოდა, თუმცა, ჩემ ბინას არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი; ჩავაბარე გაწკრიალებული, სუფთა ბინა, მან კი დამახვედრა ჩამოდღლეზილი კედლები, კატის რწყილებითა და განავლით სავსე და დამპალი იატაკი. ბინაში შესვლამდე სანეპიდსადგური გამოვიძახე, ისე იქ, საცხოვრებლად ვერ შევიდოდი. ძალიან გაუმართავი ბინაა, რემოტს საჭიროებს. დღემდე ვერ გავიყვანე კატის ტილი და რწყილი. ასეთ პირობებში არასოდეს მიცხოვრია.

ცუდად მომექცა. აფექტში ჩამაგდო. მყავს მოწმეები, დედა როგორ მაგინა. მერე დამწყევლა - უნდა მოკვდე, იმ სახლში არ უნდა იცხოვროო - და ამას მეგობარი ჰქვია? ძალიან გამამწარა... ჩემს სიძესთან უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. მე კანადელი სიძე მყავს, რომელსაც ყოველთვის უნდოდა საქართველოში ეყიდა საცხოვრებელი...

ბოლომდე ვეცადე ჩვენი ურთიერთობა გადამერჩინა; მორიგ თხოვნაზე, დაეცალა სახლი და გამოსულიყო, მან მიპასუხა, რომ თანხა არ აქვს, ვალები აქვს, მე მას კიდევ დავუმატე თანხა, დავეხმარე, ხელი გავუწოდე, რომ მოეგვარებინა მისი ყოფითი პრობლემები.

ეს თანხა, რომელიც ბოლოს მივეცი, დასაბრუნებელი აქვს. ხომ იცის, რომ მისი თანხა არ არის?! ამაში ვედავები. უნდა დააბრუნოს.

სამწუხაროდ, მისი ერთადერთი მეგობარი ფულია. ჩემი აზრით, სხვა მეგობარი მას არ ჰყავს.

მე ჩემი სიმართლის არ მეშინია. სარჩელს ვამზადებ, ყველაფრის მოწმე მყავს. დრო მივეცი, თანხის დასაბრუნებლად.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახლა მე, ამ ინტერვიუში ყველაფერი ვთქვი, ძალიან შემცდარა. ეს ყველაფერი არ არის და ისეთ რამეებს ნუ მათქმევინებთ, მთლად საქართველოდან გააძევონ“ - განაცხადა ციცინო შურღაიამ.

წყარო: "ზმნა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×