რეზონანსი
15.11.2025

მსახიობი ნინო კასრაძე 2004 წლიდან ოქროყანაში ცხოვრობს. საცხოვრებლად ქალაქგარეთ მას მერე გადავიდა, რაც მსახიობის ვაჟი დაიბადა. ამბობს, რომ პირველი წლები მძიმე იყო, რადგან რთული იყო ტრანსპორტით გადაადგილება. ახლახან ნინომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. იგი მსახიობობას თავს ანებებს. ნინო კასრაძე 55 წლისაა.

„ადამიანი რაღაცას უნდა აკეთებდეს, უნდა მუშაობდეს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მაგრამ მე ახლა ის ეტაპი მაქვს, რომ, როგორც ვატყობ, მსახიობობას ვეღარ გავაგრძელებ იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო. ეს აღარ გაგრძელდება. მე თეატრში აღარ ვარ, დათოსთანაც (დავით დოიაშვილი) მოწვეული მსახიობი ვიყავი და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. იცით, რა ეტაპზე ვარ? უკვე ვიცი, რა უნდა ვაკეთო. ეს იქნება აუცილებლად ახალგაზრდებთან და ლიტერატურასთან კავშირში… ვნახოთ რა იქნება,“ - თქვა ნინო კასრაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×