რეზონანსი
15.11.2025

საზოგადოებისთვის ცნობილი პლასტიკური ქირურგი და პროფესორი ციცინო შურღაია გამოცემა „ზმნასთან“ ინტერვიუში მსახიობ და ტელეწამყვან ია ფარულავასთან ურთიერთობის შესახებ ჰყვება.

„დღეს მე ელიტა მილოცავს იმას, რომ კიდევ კარგი, საერთოდ ქუჩაში არ დარჩი და ყველაფერი არ წაგართვაო. ის ატყუებს ყველას. ტარიელ სუარი ახლა იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მე ვცხოვრობდი მანამდე. მას იამ გააყიდინა სახლი და პრაქტიკულად ქუჩაში დატოვა. ამიტომ ტარიელი ამბობს, რომ ის სახლი მას

ეკუთვნის და იქ უნდა იცხოვროს, თვითონ ია, ახლა, ნაქირავებში ცხოვრობს.

მოკლედ, ბინები მივყიდეთ ერთმანეთს. დრო გავიდა და ჩემი ნაყიდი ბინიდან არ გამოდიოდა. იქ კატები ცხოვრობენ და ვერ გავცლიო, ეს მითხრა ბინის შეძენიდან ორი თვის შემდეგ. ჩემი შვილი და სიძე კანადაში ცხოვრობენ, ბინის თანხის ნაწილი მათ მომცეს, რაც იას გადავუხადე.

ჩავაბარე გაწკრიალებული, სუფთა ბინა, მან კი დამახვედრა ჩამოდღლეზილი კედლები, კატის რწყილებითა და განავლით სავსე და დამპალი იატაკი“, – ამბობს ციცინო შურღაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×