
400-ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანებისთვის, 18 თვით პატიმრობაში მყოფი, საბა მეფარიშვილმა კომენტარი გააკეთა ციხიდან ტელევიზორის წამოღების თაობაზე:
„მე ვტოვებდი ტელევიზორს [ციხეში] და მითხრეს, წაიღეო… ციხიდან ტელევიზორი წაიღე, როგორ წავიღო, მაგრამ არ დატოვო ტელევიზორიო. ავდექი და წამოვიღე. რანაირადაც მითხრეს, იმედის ტელევიზიას რაღაცები დაუწერია,.. არც ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ რავიცი, რატომ და რისთვის ხდება მაგნაირი ლაპარაკები, აზრზე არა ვარ. “დაჩკებში” დამხვდა ტელევიზორი და “დაჩკებიდან” წამოვიღე. არანაირად ადეკვატური არ ყოფილა მაგი სასჯელი, არც მეკუთვნოდა ეს სასჯელი, თუ უნდა ავუხსნა ვინმეს და თუ მაქვს ვინმესთან სალაპარაკო. რაღაცა რკინის გულისთვის 3 წელი რანაირად უნდა მისცე ახალგაზრდა ბიჭს პატიმრობა”, - განუცხადა რადიოს "თავისუფლებას" მეფარიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე