რეზონანსი
14.11.2025

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ამი­რან გი­გუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ გი­რა­ოს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კაა და ამ საქ­მე­ში "არა­ფე­რი უჩ­ვე­უ­ლო არ მომ­ხდა­რა“.

ამას­თან, რო­გორც ად­ვო­კატ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბის ჩათ­ვლით, რომ­ლე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბამ ამო­ი­ღო, არ ეკუთ­ვნის არც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და არც მის ოჯა­ხის წევ­რებს.

"არა­ფე­რი უჩ­ვე­უ­ლო არ მომ­ხდა­რა. პრაქ­ტი­კა­ში, ბრალ­დე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, ვი­საც გი­რა­ოს სა­ხით ფუ­ლა­დი თან­ხა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი და ეს თან­ხა არის სო­ლი­დუ­რი, ყვე­ლა ახ­დენს სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლით ან სხვა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. რო­გორც წესი თუ ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა გი­რა­ოს ოდე­ნო­ბას ან აღე­მა­ტე­ბა, სა­სა­მარ­თლო აკ­მა­ყო­ფი­ლებს მი­მარ­თვას. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ თან­ხის მო­ცუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

თან­ხა, რო­მე­ლიც ამო­ღე­ბულ იქნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, ბუ­ნებ­რი­ვია, არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ვერ გა­მოდ­გე­ბო­და.

ასე­ვე ვი­ტყვი, რომ არ­ცერ­თი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თი: ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბი, მი­თუ­მე­ტეს ზო­დე­ბი, არ­ცერ­თი ეს ნივ­თი არ არის არც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლე­ბა და არც მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის. ყვე­ლა ეს ნივ­თი ამო­ღე­ბულ იქნა სხვა პირ­თა ჩხრე­კის შე­დე­გად, რო­მელ­საც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან პირ­და­პი­რი და ირი­ბი შემ­ხებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

კი­თხვა­ზე, რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­თან.

"გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გარ­კვე­ულ კო­მენ­ტა­რებს ვერ გა­ვა­კე­თებ. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ სრუ­ლად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან­ვე. ბევ­რს გა­უჩ­ნდა კი­თხვა, თუ რა­ტომ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გი­რაო. პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი სტან­დარ­ტი ასე­თია - თუ პირი არა­ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, მზად არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გი­რა­ოს ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბით დატ­ვირ­თვის, თუ არ არ­სე­ბობს სხვა ხე­ლის შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი, მისი წარ­სუ­ლი, სწო­რედ ამი­ტომ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბულ ასე­თი აღ­კვე­თი. ჩვენ არ გვსურს, რომ ამ საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობ­დეს კი­თხვე­ბი. ყვე­ლა ერ­თად და­ვი­ნა­ხავთ ამ საქ­მის სა­მარ­თლებ­რივ შე­დეგს.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აღი­ა­რებს იმ გა­რე­მო­ე­ბას, რაც ბრალ­შია მი­თი­თე­ბუ­ლია, რაც არის შემ­დე­გი: რო­დე­საც პირ­ვე­ლად, 2016 წელს, გა­დად­გა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და წა­ვი­და კერ­ძო სექ­ტორ­ში, ხოლო მას შემ­დეგ, რაც ისევ დაბ­რუნ­და სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში, მა­ღალ პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ის აგ­რძე­ლებ­და ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბას და მას ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, ეს ბრა­ლია წარ­დგე­ნი­ლი მის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს არ უკავ­შირ­დე­ბა ბი­უ­ჯე­ტის თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბას, გაფ­ლან­გვას ან კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულს“,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×