
ორთვიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია 2025 წლის 15 სექტემბერს ბათუმში დაკავებული 35 წლის საიმონ ლევიევი, ცნობილი ნეტფლიქსის სერიალით „ტინდერის თაღლითი“, რომელიც გერმანიის მოთხოვნით საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფებოდა, როგორც ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი
როგორც მისი ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ქუთაისის პენიტენციური დაწესებულება, სადაც ის იყო განთავსებული, დღეს დატოვა ისე, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული „საქმე სრულად შეწყდა“ და ლევიევი გათავისუფლდა ყველანაირი პირობის გარეშე
მას ციხის დატოვებისთვის არ დასჭირვებია არც გირაოს გადახდა, არც საპროცესოს გაფორმება და არც სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდა. კუბლაშვილის განმარტებით, გერმანულმა მხარემ წაიღო უკან მოთხოვნა მისი დაპატიმრებისა და ექსტრადაციის შესახებ - ადვოკატი ამ გადაწყვეტილებას საქმეში საიმონის წინააღმდეგ მტკიცებულებების არარსებობით ხსნის.
წყარო: რადიო თავისუფლება