რეზონანსი
14.11.2025

აბა­შა­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­ა­ვა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 18 წლის გო­გო­ნა, ლიკა კუ­ჭუ­ხი­ძე, რომ­ლის გა­დარ­ჩე­ნას უფალს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეს­თხოვ­და, უფ­ლის წყა­ლო­ბით გა­დარ­ჩა. გო­გო­ნა დღეს გა­მო­წე­რეს კლი­ნი­კი­დან და ახლა თა­ვის მშობ­ლებ­თან არის. ორი კვი­რის შემ­დეგ ლი­კას ხერ­ხე­მალ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­დე­ბა და ახლა მას ამ ოპე­რა­ცი­ის­თვის მო­ამ­ზა­დე­ბენ.

უმ­ძი­მე­სი ავა­რია, 24 ოქ­ტომ­ბერს, სამ­ტრე­დია-აბა­შის გზა­ზე მოხ­და, რა­საც ლი­კას მე­უღ­ლის, 19 წლის დე­დი­სერ­თა ბი­ჭის, ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. 

ულა­მა­ზე­სი წყვი­ლი ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მათი ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით შე­იქ­მნა, ამ ზა­ფხულს ჰქონ­დათ ქორ­წი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ტრა­გე­დი­ის მე­ო­რე დღეს ბაჩო ლა­სა­რე­იშ­ვი­ლი მე­გობ­რის ქორ­წილ­ში მეჯ­ვა­რე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ამი­ტომ მან­ქა­ნა მას სა­ქორ­წი­ლოდ ჰქონ­და გა­წყო­ბი­ლი.

ამ ულა­მა­ზეს წყვილ­თან ერ­თად და­შავ­და ბა­ჩოს გამ­ზრდე­ლი ბიძა, რო­მე­ლიც იმ დღეს მარ­თავ­და სა­ჭეს. ბი­ძაც ასე­ვე კლი­ნი­კა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, თუმ­ცა ის უფრო ადრე გა­მო­წე­რეს. ადგილობრივი ეკლესიის სტი­ქა­რო­სა­ნი საბა ზარ­ქუა Ambebi.ge-ს ლი­კას მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა:

"უფალ­მა შე­ის­მი­ნა ჩვე­ნი ლოც­ვა-ვედ­რე­ბა და დღეს ლიკა გა­მო­წე­რეს კლი­ნი­კი­დან. სა­ბედ­ნი­ე­როდ ლიკა გა­დარ­ჩა. ის ახლა უკე­თე­სად არის, სახ­ლშია ამ­ჟა­მად, მას გა­უ­კეთ­დე­ბა ხერ­ხე­მალ­ზე დიდი ოპე­რა­ცია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა.

ახლა სახ­ლში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. ლიკა სულ კი­თხუ­ლობს ბა­ჩოს, მან ჯერ არ იცის, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე ცო­ცხა­ლი აღარ არის. უთხრეს, რომ ისიც მკურ­ნა­ლობს. ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­იძ­ლე­ბა მისი დატ­ვირ­თვა ამ მძი­მე ემო­ცი­ე­ბით.

ხერ­ხემ­ლის ოპე­რა­ცია რომ ჩა­უ­ტარ­დე­ბა და სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბა, ამის შემ­დეგ ეტყვი­ან ამ უმ­ძი­მეს ამ­ბავს. ამ ეტაპ­ზე, ოპე­რა­ცი­ამ­დე ექიმ­მაც აუკ­რძა­ლა ოჯახს, რომ ეს უთხრან, ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ეს დღე­ე­ბი ჩვენს გვერ­დით იდგა, ლო­ცუ­ლობ­და და ლი­კას გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას სთხოვ­და უფალს. 

ბა­ჩოს ამ­ბავს ოპე­რა­ცი­ის მერე ეტყვი­ან, ახლა ინ­ტერ­ნეტ­თან და ტე­ლე­ფონ­თან წვდო­მა მას არ აქვს. ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი რაც ჰქონ­და, შე­უ­ხორ­ცდა ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. გული გვტკი­ვა, რომ მათი სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი ასე ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. ჩვენს ტა­ძარ­ში მო­დი­ოდ­ნენ, ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და ყვე­ლა შე­ნატ­რო­და ამ ლა­მაზს წყვილს" - განაცხადა საბა ზარ­ქუამ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×