რეზონანსი
14.11.2025

აშშ-ის გენერალური პროკურატურა და გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) პოლიტიკური ძალადობის მორიგ შემთხვევას იძიებენ. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, უცნობმა მამაკაცმა ნიუ ჯერსის ოლქის მოქმედ პროკურორზე ალინა ჰაბაზე თავდასხმა სცადა, მის ოფისში ინფრასტრუქტურა გაანადგურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ინციდენტის დროს პროკურორი არ დაშავებულა. თავად ალინა ჰაბა აცხადებს, რომ შეშლილი რადიკალების სამიზნე გახდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, კეშ პატელი და გენერალური პროკურორი. პემ ბონდი აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეებზე ძალადობის ფაქტს არ დაუშვებენ, ეს თავდამსხმელი კი უკვე იდენტიფიცირებულია.

„ჩვენ ამ მოძალადეებს ვეძებთ, ვიჭერთ და ვასამართლებთ. ისინი ციხეში მაქსიმალური ვადით წავლენ. ვიცით, ვინ გაუკეთა ეს ალინა ჰაბას. ვნახე შემაძრწუნებელი ვიდეო. ამ კაცს ბეისბოლის ბიტა ჰქონდა ხელში და პროკურორის ოფისთან ცხოველივით იქცეოდა, შემდეგ კი ოფისის წინა ნაწილის ჩამონგრევა შეძლო. ის აუცილებლად ციხეში აღმოჩნდება, და ჩვენ მას გავასამართლებთ“, - თქვა ბონდიმ Fox News-ის ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×