რეზონანსი
14.11.2025

გერმანიიდან დაბრუნებული ელჩი ფიშერი კვლავ აქციაზე მივიდა და რადიკალურ დაჯგუფებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა

ელჩის მოულოდნელი სოლიდარობა! - ასე ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი, მხატვარი, მამუკა ცუცქირიძე, გუშინდელ აქციაზე გერმანიიდან დაბრუნებული ელჩის, პეტერ ფიშერის, მისვლას და რადიკალური დაჯგუფებისთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოცხადებას.

ცუცქირიძე გერმანელი ელჩის გამოჩენას აფასებს, როგორც მომენტს, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ.

„ის იყო, აქციიდან წამოსვლას ვაპირებდი, თან დღეს განსაკუთრებით ვარბენინეთ პოლიცია ხმაურიანი შეძახილებით სოლოლაკის ქუჩებში, რომ ბოლოს

ჩვენთან მოულოდნელად მოვიდა გერმანიის ელჩი - ბატონი პიტერ ფიშერი და ამით კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა სოლიდარობა!

რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა გადავუხადე საქართველოს მეგობრობისთვის, გვერდში დგომისთვის.

მომენტი, რომელიც არასდროს გვავიწყდება!“ - წერს მამუკა ცუცქირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×