
გახარიას ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რომ მან, ყველასთან კოორდინაციის გარეშე, გადაწყვიტა საოკუპაციო ხაზზე საგუშაგოს აგება და ამით სამხედრო ესკალაციის საფრთხე შექმნა - ამის შესახებ გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ გადაცემა “რეაქციაში“ ჩორჩანას ეპიზოდზე ყოფილი პრემიერისთვის წაყენებული ბრალდების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “მაღალი თანამდებობის პირების მიერ მიცემული ჩვენებებით ისე ჩანს, თითქოს, გახარიამ ზურგზე მოიკიდა ეს ჩორჩანას საგუშაგო, ჩაიტანა თბილისდან და ჩადგა ისე, რომ ეს ადამიანები საქმის კურსში არ იყვნენ.“
ჩორჩანას საქმე ეს არის საქმე, სადაც რეალურად სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს „ოცნების რეჟიმი“,- თქვა სიჭინავამ.
გახარიას ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რომ მან, ყველასთან კოორდინაციის გარეშე, გადაწყვიტა საოკუპაციო ხაზზე საგუშაგოს აგება და ამით სამხედრო ესკალაციის საფრთხე შექმნა. საინტერესო ის არის, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილი გახდა მარიონეტული რეჟიმის მხრიდან, ცხელი ხაზის მეშეობით. წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა არ იცოდა გზა რომ გადიოდა, საგუშაგო რომ შენდებოდა და ამის შესახებ გაიგეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან, ეს ხომ აბსურდია.
ეს საქმე ტავიდან ბოლომდე შეთითხნილია, გამოყოფილია საბოტაჟის იმ ცნობილი საქმიდან, რომელიც დაიწყო პასქვილების და დანოსების ავტორების კონრკეტული განცხადებით, ვგულისხმობ კაკაბაძეს, შაქარაშვილს და ა.შ. რომლებსაც აპოკალიფსი აქვთ დახატული, როგორ ხდება მტრულ საქმიანობაში მონაწილეობა, სხვა ქვეყნების დახმარება, ქართველი პოლიტიკოსების და არასამთავრობების მხრიდან.
საქმე იწყება ამ ადამიანების ჩვენებებით, სადაც აღწერენ ჩორჩანაში რა უბედურება დაატრიალა გიორგი გახარიამ, შემდეგ არის ჩორჩანას გვერდით მდებარე სოფლების მაცხოვრებლების გამოკითხვები, რომელბსაც ალაპარაკებნ, რომ თითქოს, 100 ჰექტარ მიწაზე კონტროლი დავკარგეთ მაშინ, როდესაც რეალურად სულ მთლად განსხვავებულია სიტუაცია და მესამე ბლოკი არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მიცემული ჩვენებები გახარიას წინააღმდეგ, სადაც მამუკა ბახტაძე, ვახტანგ გომელაური, კახი კახიშვილი, ლევან იზორია და სხვები საუბრობენ, რომ გახარიამ ზურგზე მოიკიდა ეს ჩორჩანას საგუშაგო, მიიტანა თბილისდან და ჩადგა ისე, რომ ეს ადამიანები საქმის კურსში არ იყვნენ.
ჩორჩანას საქმე ეს არის საქმე, სადაც რეალურად სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს „ოცნების რეჟიმი“, რადგან ერთადერთი უწყება, ჩვენი პროკურატურის გარდა, არის ცხინვალის მარიონეტული საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურა, რომელიც ჩორჩანას საგუშაგოზე, ამ საკითხის გამოძიებაზე პრეტენზიას აცხადებს, - განაცხადა სიჭინავამ.
მისივე თქმით, ჩორჩანას საქმე იქნება საქმე, რომელზედაც მთელ პოლიტიკას ააგებს კრემლი და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი და ეს მტკიცებულებეი ჩვენი მხარის წინაარმდეგ იქნება გამოყენებული.