რეზონანსი
13.11.2025

 საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება.

„ამ წელს ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა თამაში, რომელსაც შინ ვთამაშობთ ძალიან გვაბედნიერებს, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. წინა შეკრებაზე ტრავმები მქონდა, მაგრამ ვცდილობ, რომ ნაკრებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯო, რადგან ჩემი ხალხისთვის და გუნდელებისთვის თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×