
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ პოკროვსკის მიმართულება რუსული შეტევის მთავარ მიმართულებად რჩება.
სირსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, უკრაინა ცდილობს ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოს.
„პოკროვსკის მიმართულება მტრის შეტევის მთავარ მიმართულებად რჩება. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ მიმართულებით დანაყოფების გაძლიერებას, ჩვენი ჯარისკაცების ყველა საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფას და ლოგისტიკური მარშრუტების გაძლიერებას",- წერს სირსკი.
ამასთან, მისივე თქმით, ოჩერეტინის მიმართულებით უკრაინის ოპერაციები გრძელდება, რაც მოწინააღმდეგეს აიძულებს, გაფანტოს თავისი ძალები. ეს კი მას ხელს უშლის ძირითადი ძალისხმევა პოკროვსკის ოლქისკენ მიმართოს.
ცნობისთვის, ოქტომბრის ბოლოდან ქალაქი პოკროვსკი რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება გახდა. რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ქალაქს მთლიანად აკონოტროლებენ და უკრაინული ძალები ალყაში არიან. ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება უარყოფს.