რეზონანსი
13.11.2025

 წლის ბოლომდე გვჭირდება უკრაინის თავდაცვისთვისა და აღდგენისთვის რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებაზე გადაწყვეტილება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანრეი სიბიგა ბრიტანელ კოლეგა, ივეტ კუპერთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

"არსებითი და გულითადი შეხვედრა მქონდა ჩემს ბრიტანელ კოლეგა ივეტ კუპერთან, რათა კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე და მისი სასიცოცხლო როლი ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

მოვახდინეთ შემდგომი ნაბიჯების კოორდინაცია რუსეთისთვის ომის ფასის ასაწევად და უკრაინის გასაძლიერებლად.

მადლობა გადავუხადე ყველა სფეროში გაერთიანებული სამეფოს ლიდერობისთვის, "დიდი შვიდეულის" გუშინდელი ძლიერი განცხადებისთვისა, და ახალი 13 მილიონი გირვანქა სტერლინგის ზამთრის პაკეტისთვის.

შევთანხმდით სწრაფი კოლექტიური ქმედების მნიშვნელობაზე, რათა შესაძლო გავხადოთ უკრაინის თავდაცვისა და აღდგენის მხარდასაჭერად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება. წლის ბოლომდე გვჭირდება ეს გადაწყვეტილება.

ცალკე მოვახდინეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ინიციატივებისა და ძალისხმევების კოორდინაცია, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ თავისი დანაშაულებისთვის," - წერს სიბიგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×