რეზონანსი
13.11.2025

 საქართველო განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესშია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა მარკო რუბიოს განცხადების შეფასებისას.

მისივე თქმით, საქართველო სხვის მითითებებს არასდროს შეასრულებს.

„ჩვენ სხვის მითითებებს არასდროს შევასრულებთ, მითუმეტეს როდესაც ვხედავთ, რომ ეს მითითებები შეიძლება იყოს დამაზიანებელი ქვეყნისთვისაც და არ შედიოდეს საზოგადოების ინტერესში", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს არ ჰგონია, რომ ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს საერთაშორისო სამართალი. მისი განცხადებით, „ევროკავშირი ვერ გვასწავლის როგორ უნდა დაიცვა აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×