რეზონანსი
13.11.2025

 ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა.

ავარია ჟიული შარტავას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც "კურიერს" თვითმხილველი უყვება, გოგოს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც ქუჩაში მოძრაობდა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავი უწყება.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×