რეზონანსი
13.11.2025

ხვალ, 14 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ქინძმარაულის და ჭიჭინაძის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 14 ნოემბერს, საღამოს 22:00 საათიდან, 15 ნოემბრის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქინძმარაულის ქუჩა N13-N61, რქაწითლის, ზემომეტალურგიის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, წმინდა ბარბარეს უბანს, ბაბუციძის, ნაკადულის, დოსითეოს ქუთათელის, რევაზ კვირიკაშვილის, ვალოდია გოგუაძის და ემირ ბურჯანაძის.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS - შეტყობინების სახით უგზავნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×