
შუშანას გონია, მაგარი მტკიცებულება გამოდო, ამ დროს კიდევ უფრო ამხილა აგენტურა. აქ გაიშიფრნენ სულ ბოლომდე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, აქტივისტ შუშანა მაცაბერიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას ბრიფინგის ტექსტი ოპოზიციონერმა გიგა ლემონჯავამ დაუწერა არა ბრიუსელის კონკრეტულმა ევრობიუროკრატებმა.
იონათამიშვილის თქმით, ზოგი ოპოზიციონერი დღეს ინტერვიუს აძლევდა და ამტკიცებდა, რომ ტექსტი ერთად დაწერეს, ხოლო მაცაბერიძემ განაცხადა, რომ ბრიფინგის ტექსტი ლემონჯავას უნდა დაეწერა.
“შუშანას გონია, მაგარი მტკიცებულება გამოდო, ამ დროს კიდევ უფრო ამხილა აგენტურა.
აქ გაიშიფრნენ სულ ბოლომდე.
ზოგი დღეს ინტერვიუს აძლევდა, ერთად დავწერეთო და ეს ამტკიცებს, ლემონჯავას უნდა დაეწერაო.
თვითონ გაამხილეს ვინ მიიღო ტექსტი ბრიუსელიდან - ვინმე ლემონჯავამ. დღეს მიუღია თან, ელოდებოდნენ და დირექტივის გარეშე ვერ ინძრეოდნენ, მედიასაც ბოლო წუთებში გააგებინეს, სხვათა შორის.” - დაწერა რატი იონათამიშვილმა.