რეზონანსი
13.11.2025

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, რადიკალური ოპოზიციის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს ეხმიანება, რომლის დაწყებამდეც „პრაიმ ტაიმმა“ ბრიუსელიდან ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის ტექსტიც, აქტივისტმა ლევან ჯობავამ, 10 წუთის შემდეგ ბრიფინგზე უცვლელად წაიკითხა.

შარმანაშვილი ოპოზიციას „უუფლებო აგენტების“ სახელით მოიხსენიებს, რამდენადაც მათ უცხოელი პატრონების მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში ტექსტის ცვლილებაც კი არ შეუძლიათ.

„ასეთი უუფლებო აგენტურა თარეშობდა ამდენი ხნის განმავლობაში თურმე. პატრონების გამოგზავნილი ტექსტის კორექტირებაც არ შეუძლიათ. რა ვქნათ ახლა, გავაგზავნოთ საბოლოოდ ისტორიის სანაგვეზე ეს ხალხი თუ ვთხოვოთ მათ პატრონებს მეტი ავტონომია მისცეს აქაურ აგენტებს? პირველი აჯობებს“,- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×