რეზონანსი
13.11.2025

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ბერლინი კიევისგან კორუფციასთან აქტიურ ბრძოლასა და კანონის უზენაესობის კუთხით რეფორმების გატარებას ელის. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მერცის პრესმდივნის შტეფან კორნელიუსის განცხადებით, ზელენსკიმ კანცლერს ინფორმაცია მიაწოდა მისი გადამდგარი მთავრობის წევრების მიმართ კორუფციული გამოძიების შესახებ. მან მას პირობა მისცა, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ იქნება, ხოლო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოები მისი მხარდაჭერით ისარგებლებენ.

გარდა ამისა, როგორც ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს განუცხადა, ის გააკეთებს ყველაფერს, რათა უმოკლეს დროში უკრაინელი ხალხის, ევროპელი პარტნიორებისა და საერთაშორისო დონორების ნდობა აღადგინოს.

ორი ქვეყნის ლიდერმა აგრეთვე განიხილა „მოსკოვზე წნეხის გაძლიერების საკითხები, რათა აიძულონ რუსეთი სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს“. განსაკუთრებით ხაზი გაესვა „რუსეთის გაყინული სახელმწიფო აქტივების ეფექტურ გამოყენებას“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×