რეზონანსი
13.11.2025

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს ეხმიანება. სამხარაძის თქმით, 28 ნოემბრის აქციას დამსახურებულად უნდა დაერქვას „აგენტი მონების“ აქცია. 

„დღეს რა სკანდალიც მოხდა და რაც გაუსკდათ, 28 ნოემბრის აქციას დამსახურებულად უნდა დაერქვას აგენტი მონების აქცია! აბა მეკამათეთ მოდით“,- წერს დიმიტრი სამახარაძე.

ცნობისთვის, ოპოზიციის ბრიფინგის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, „პრაიმ ტაიმმა“ გაასაჯაროვა ბრიუსელიდან მოპოვებული წერილი, რომელიც ბრიფინგის მსვლელობისას აქტივისტმა ლევან ჯობავამ განცხადების სახით წაიკითხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×