რეზონანსი
13.11.2025

სასწაული მოხდა რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ, გადაჭარბების გარეშე. ამის შემდეგ თუ ვინმეს კიდევ რამეზე კითხვა რჩება “დიფ სთეითთან" თუ მის აგენტურასთან დაკავშირებით, მან საკუთარ თავს დააბრალოს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ბრიფინგს ეხმიანება. 

საუბარია გამოცემა "Prime Time"-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ბრიუსელიდან ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს და ოპოზიციის წარმომადგენელმა ბრიფინგზე წაიკითხა. კირცხალიას შეფასებით, აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში, ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია, ხოლო, დღეს ჩატარებული ბრიფინგი აგენტობის და მონობის სამარცხვინო სიმბოლოდ დარჩება ისტორიას.

"სასწაული მოხდა რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ, გადაჭარბების გარეშე. ამის შემდეგ თუ ვინმეს კიდევ რამეზე კითხვა რჩება “დიფ სთეითთან" თუ მის აგენტურასთან დაკავშირებით, მან საკუთარ თავს დააბრალოს…

უკვე მტკიცებულების (და არა ლოგიკური და თუნდაც ათასპროცენტიანი ვარაუდის) დონეზე დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია, არც ერთი სიტყვის!!!

ბრიფინგის უმარტივესი ტექსტის დაწერას და თქმას ვერ ახერხებენ და არ ანდობენ დამოუკიდებლად! 

მერე დადგებიან და მონა მონაო, სხვებს ეძახიან ხოლმე!!!

დღეს ჩატარებული ბრიფინგი აგენტობის და მონობის სამარცხვინო სიმბოლოდ დარჩება ისტორიას!" - წერს ირაკლი კირცხალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×