რეზონანსი
13.11.2025

"ტიკ-ტოკერი" დინა ნაწიფაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

"მეგობრებო, ახლა უკვე წყობიდან გამოვედი. აი, ჩემს შვილს რამე რომ დაიმართოს პასუხს აგებს სკოლა. უფალს ვფიცავ. რა წესია ბავშვი სკოლიდან წავიდა, ურეკავთ პოლიციას. ბავშვი გავგზავნე სკოლაში, მესამე გაკვეთილიდან წამოსულა. სანამ წამოვიდოდა ურეკია ჩემთან ეთხოვა მასწავლებლისთვის დამერეკა. მერე რომ ვერ დაუკავშირდა მამამის დაურეკა და უთხრა ბავშვმა.

მანდატურმა დაურეკა პოლიციას. ახლა პოლიცია ეძებს ჩემი შვილს. ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს გეფიცები ღმერთს, გაგებინებთ პასუხს. უფრო უნდა გამიგიჟოთ ბავშვი. სხვისი ბავშვები რომ იპარებიან, არ დადიან სკოლაში, რატომ რეკავთ ამიხსენით? სულ მაკანკალებს ნერვიულობით, როგორ არ გამითვალისწინეთ? ბავშვმა რომ დაინახოს პოლიცია ეძებს გული არ გაუსკდება? მეც ხომ მაქვს უფლება დავწერო". 

განცხადება "დინას საქველმოქმედო ფონდის" გვერდზე დაახლოებით  2 საათის წინ გამოქვეყნდა, რამდენიმე წუთის წინ კი მას ახალი შეტყობინება მოჰყვა:

"მეგობრებო, ჯერ არ გამოჩენილა ჩემი შვილი ეძებს პოლიცია.მასწავლებელმა ესევე შემატყობინა. მანდატურს ვაგებინებ პასუხს რომ დარეკა პოლიციაში და ბავშვი შემიშინა. მე ჩემს შვილს არ ვაფარებ ხელს მაგრამ არ უნდა დაერეკა. ზარებიც არის დაფიქსირებული ჩემთან რომ მირეკავდა. მეუღლეს კი დაურეკა და უთხრა დედას უთხარი წავედი სკოლიდანო“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×