
მან განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი სთავაზობს „შესაძლებლობას განვითარებად ქვეყნებში მათი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაგეგმვის, მისი ეფექტიანობის გაზრდის, და მომავალში ხიდის აგების თვალსაზრისით. ინდოეთს აქვს წვდომა იშვიათ მიწათა ელემენტებთან და მას შეუძლია გახდეს გლობალური მიწოდების ჯაჭვის ნაწილი, თუ გააძლიერებს ქვეყანაში გასუფთავების და დამუშავების პოტენციალს.
მისი თქმით, ამ სფეროში ჩინეთის პროგრესის გათვალისწინებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყანამ დააბანდა ინვესტიციები ისეთი ეკოსისტემის შექმნაში, რომელიც ორიენტირებულია იშვიათ მიწათა ელემენტების დამუშავებაზე და გახდა დომინანტი ამ დარგში. რეალურად, იშვიათ მიწათა მინერალები, არც ისე იშვიათია და გასაღები დევს გადამუშავების ინფრასტრუქტურის და სამრეწველო პოტენციალის განვითარებაში.
„დღესდღეობით კრიტიკული მინერალების საკითხი არის ძალზედ აქტუალური. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ თუ რას ეფუძნება იგი. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ განვიხილავთ იშვიათ მიწათა მინერალებს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი არც ისე იშვიათია. მათი მოპოვება ხდება ბევრ ადგილას, მათ შორის ინდოეთში. რეალური პრობლემა მდგომარეობას იმაში, თუ როგორ განვავითარებთ პოტენციალს ამ ელემენტების გასუფთავებისა და დამუშავებისთვის,“ - განაცხადა ამინმა ANI-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი განმარტებით, მიმდინარე განხილვებმა სავაჭრო ხარვეზებსა და გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე შექმნეს „მიწოდების მდგომარეობის გარკვეული ტიპი და მოსაზრება, რომ ამ მინერალებში ადგილი აქვს მონოპოლიას“.
“ინდოეთს აქვს შესაძლებლობა, მაგრამ მაინც, ეს იგივეა რაც განახლებადი წყაროების გაფართოება, რომელიც ავითარებს სამრეწველო პოტენციალს დამუშავებისა და გასუფთავებისთვის.
ამინის დაკვირვებით, უკვე რამდენიმე ქვეყანა ჩაირთო ამ იშვიათ მიწათა ელემენტების ახალ დინებაში. აშშ-მა უკვე განაცხადა იაპონიასთან დადებულ ხელშეკრულებაზე ამ ელემენტების მიწოდებასთან დაკავშირებით.
„.. აღნიშნული (იშვიათ მიწათა ელემენტები) სავარაუდოდ გარდაიქმნებიან ისეთ სფეროდ, სადაც უამრავი ადამიანი დააკვირდება, თუ როგორ უნდა მოხდეს მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირება. და მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ინდოეთი ნამდვილად ითამაშებს მნიშვნელოვან როლს,“ - განაცხადა ადნან ამინმა.
ვინაიდან მოთხოვნა ლითიუმზე, სპილენძზე და იშვიათ მიწად მინერალებზე მკვეთრად იზრდება მსოფლიოს მასშტაბით, ამინის მოსაზრებები უფრო ამყარებენ სამრეწველო პოტენციალის მნიშვნელობას საკუთარი ქვეყნის საიმედოობის უზრუნველყოფაში.
მისი აზრით, ინდოეთისთვის, პროგრესი მიიღწევა არა მხოლოდ რესურსის მოპოვებით, არამედ მყარი ეკოსისტემის შექმნით დასუფთავებისთვის, დამუშავებისთვისა და განახლებისთვის.
რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის ასპექტს, რომელიც ჩამოაყალიბებს ენერგეტიკის დომენს, ადნან ამინმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი გახდება „რევოლუციური ენერგეტიკისთვის“. იგი აღწერს მას როგორც გარდამქმნელ მომენტს, მობილური ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მსგავსად.
“მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა გახდება რევოლუციური ენერგოსექტორისთვის. ეს იგივეა, რაც იყო მობილურ ტელეფონებთან მიმართებაში. როდესაც ჩვენ გვქონდა ფიქსირებული მიწისქვედა ინფრასტრუქტურა, ძალიან რთული იყო ადამიანისთვის ტელეფონთან წვდომის უზრუნველყოფა. მობილური ტელეფონების ერაში, მოხდა რევოლუცია,“ - აღნიშნავს ამინი. მისი განმარტებით, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი, სადაც არსებობს მნიშვნელოვანი მიღწევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ინარჩუნებენ ხელსაყრელ პოზიციას ამ ტექნოლოგიიდან სარგებლის მისაღებად.