რეზონანსი
13.11.2025

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოში C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ყველა ასეთი ტიპის თვითმფრინავის ფრენა დროებით შეაჩერა.

„12 ნოემბრიდან C-130 ტიპის ჩვენი ყველა თვითმფრინავის ფრენა უსაფრთხოების მიზნით დროებით შეჩერებულია. ფრენები დეტალური ტექნიკური შემოწმებების შემდეგ განახლდება“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან ერთად, როგორც თურქეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთები უკვე ნაპოვნია და თურქეთშია გადაგზავნილი. მათ ანკარაში შეისწავლიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×