რეზონანსი
13.11.2025

საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ, სამდღიან უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორტზე მყოფი ოცივე პირის ცხედარი ნაპოვნია. 

"ეკიპაჟის ოცივე  წევრის ცხედარი ნაპოვნია. გუშინ 19 ცხედარი გადავასვენეთ პროზექტურაში. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კი ვიპოვეთ მეოცე ცხედარიც - ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს მუშაობს.  

გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო ათასზე მეტი ადამიანი, როგორც ქართული, ასევე, თურქული მხარის წარმომადგენლები.

მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და თურქულ მხარეს გაწეული საქმიანობისთვის", - განაცხადა შინაგან საქამეთა მინისტრმა გეკა გელაძემ.

თურქულმა  სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს  საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×