რეზონანსი
13.11.2025

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედიდან" ციხეში გადაყვანის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს. მიხეილ სააკაშვილის გზავნილს მისი ადვოკატი ავრცელებს. 

სააკაშვილის თქმით, ზუსტად ის ხალხი დახვდა, ვინც მომწამლა და მისი ციხეში დაბრუნება დასავლეთისთვის და უკრაინისთვის გზავნილია. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილი ევროპელებს და ამერიკელებს ეუბნება, რომ მისი სიცოცხლის შენარჩუნების დაპირება ძალაში აღარ არის.

"ზუსტად ის ხალხი დამხვდა ვინც მომწამლა.

ერთი უნდათ მომხრეების დაშინება, მეორე ეს გზავნილია დასავლეთისთვის და უკრაინისთვის. 

ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპირება ძალაში აღარ არის.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან.

არ დანებდეთ," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×