რეზონანსი
13.11.2025

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 11 ნო­ემ­ბერს, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, საქ­მე ეხე­ბა ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნერს, რატი რა­ტი­ანს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლის, ყო­ფი­ლი "მის სა­ქარ­თვე­ლო" თამ­თა შე­და­ნი­ას მე­უღ­ლეა. ბრალ­დე­ბა უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს

მოდელი,თამთა შედანია "ინსტაგრამ" სთორიში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ შსს-ს ოფიციაურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია, არ არის დასაბუთებული.

და­კა­ვე­ბულს ბრა­ლად ედე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვაში, უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბასა და ასე­ვე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნაში. გავრცელებული ინფორმაციით, რატიანს მიწისქვეშ თანადროვე სათბური ჰქონდა მოწყობილი, სადაც 300-მდე ძირი კანაფი მოჰყავდა. 

და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 260 კვარ­ტა და 265 პრი­მა მუხ­ლე­ბი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­ჯე­ლის სა­ხით 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×