რეზონანსი
13.11.2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „იგლ ჰილსის“ 6.5-მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას, სოციალურ ქსელში პასუხობს.

მისი თქმით, ვინც ხელისუფლებას ეროვნული ინტერესების დაცვას უწუნებს, უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა მკაცრად შეეზღუდათ.

„ინვესტიციასთან მიმართებით ხელისუფლებას ვინც უწუნებთ ეროვნული ინტერესების დაცვას, უნდა გახსოვდეთ „ქართული ოცნების“ მიერ წლების წინ მიღებულმა და დღეს მოქმედმა გადაწყვეტილებამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო–სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენა მკაცრად შეზღუდა!“, - წერს ანანიძე Facebook-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×