რეზონანსი
13.11.2025

პოლონეთი უკრაინის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუს დროს.

ნავროცკის თქმით, ის პატივს სცემს უკრაინელების გმირობას, რომლებიც საკუთარ ქვეყანას და მთელ ევროპას რუსული შეჭრისგან იცავენ, თუმცა არ აპირებს ისტორიის დავიწყებას და რომელიმე სახელმწიფოს მძევლობაში ყოფნას.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ რომელიმე სახელმწიფოს მძევლები. ჩვენ უკრაინის ინტერესებს ჩვენ ინტერესებზე მაღლა არ დავაყენებთ. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელების გმირობას რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავივიწყოთ პოლონეთის მსხვერპლი, ან უკრაინელების ინტერესები პოლონელების ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ“, - თქვა ნავროცკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×