რეზონანსი
13.11.2025

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის „ვივამედიდან“ ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ იყო. კომენტარი მედიასთან მან სააკაშვილთან საპატიმროში შესვლამდე გააკეთა.

„პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციაზე ციხეში გადმოყვანასთან დაკავშირებით არ ვარ ინფორმირებული. ეს პირველი შეხვედრა იქნება გადმოყვანის შემდეგ. მას შემდეგ, რაც გავივლით საკითხებს, შევთანხმდებით მათ შორის იმაზე, უნდა გავაკეთოთ თუ არა საჯარო ინტერვიუ. სრულიად მოულოდნელი იყო გადმოყვანა, არავინ ვიყავით ინფორმირებული, ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიყავი ინფორმირებული. გუშინ ვიყავი მასთან ვიზიტზე, დღის განმავლობაში მოვინახულე, ისიც არ იყო ინფორმირებული“, - განაცხადა ბარამაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს დაბრუნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×