
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობას აფასებს. იგი იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა მოხდეს, არ არსებობს. თუ რაღაც გამოგონილი ნარატივებით გააკეთებენ ამას, რაც სიახლე არ იქნება ჩვენთვის და ასეთი რამე გვინახავს კიდეც, გასაკვირი არ იქნება. მაგრამ იმედს გამოვთქვამ, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სამართლებრივი გადაწყვეტილების დროს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ვერანაირ საფუძველს ვერ იპოვიან“, - განაცხადა დეპუტატმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში დაჟინებით ითხოვს - რადიკალური ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ბრიუსელში მაღალჩინოსნებს არწმუნებს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს.