რეზონანსი
13.11.2025

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკას არც ისე ბევრი სანქცია დარჩა, რომლის ამოქმედებაც რუსეთის წინააღმდეგაა შესაძლებელი.

„აღარ დაგვრჩა ბევრი სანქცია ჩვენი მხრიდან. ჩვენ დავასანქცირეთ ძირითადი სანავთობო კომპანიები, რასაც ყველა ითხოვდა. თვალნათელია, რომ ეს უნდა შესრულდეს. გავა დრო და ამას [რუსეთი] იგრძნობს. არ ვიცი, კიდევ რის გაკეთება შეიძლება“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებმა აგრეთვე რუბიოს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის დასანქცირებაზეც ჰკითხეს.

„არსებობს რაღაცები, რის გაკეთებაც ევროპელებსაც შეუძლიათ, ვინაიდან „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ამბები მათთან ახლოს ხდება“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×