რეზონანსი
13.11.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შათდაუნის დასრულებას ხელი სულ რამდენიმე წუთის წინ მოაწერა.

ხელმოწერამდე კანონპროექტი ხარჯების შესახებ, რომელიც მთავრობის მუშაობის აღდგენის წინაპირობაა, წარმომადგენელთა პალატამ მიიღო. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 222-მა კონგრესმენმა, მათ შორის, მხოლოდ ექვსი იყო დემოკრატი, წინააღმდეგი 209 აღმოჩნდა.

პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გამართულ ორივე კენჭისყრას დიდ გამარჯვებას უწოდებს.

43 დღის წინ დაწყებული "შათდაუნის" მიზეზი, ბიუჯეტის საკითხზე რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის არსებული უთანხმოება იყო. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა საერთო ენის გამონახვა შეძლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×