
პეტრე კვარაცხელია ახლა ამერიკაში ცხოვრობს. გამოცემა "ზმნამ“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც პეტრე კოლხი ამერიკულ ცხოვრებაზე ჰყვება და იქაურ სირთულეებს აღწერს.
„ჯერ საკუთარ თავზე ვმუშაობ, რომ ყველა ტიპის შრომა შევძლო. თავის გატანა, უცხო მიწაზე კი არა, საკუთარ ქვეყანაში ჭირს. ახალი ჩამოსული ვარ და ჯერ გადაწყობის პროცესში ვარ… აქ მზად უნდა იყო ნებისმიერი სამსახურისთვის.
მეგობრებს დავავალე, იქნებ მოხუცი გამოჩნდეს, რომ ვუპატრონო. ენაშიც გავიწაფები, მოვლაც მიყვარს და დროც მალე გაივლის…
ბევრ ქართველთან არ მაქვს შეხება, მაგრამ ვისაც შევხვდი, კარგი ადამიანები არიან. ყველამ ურთულესი გზა გაიარა, მაგრამ არავინ ეგუება აქ ყოფნას. მადლობა ყველა მათგანს, ვინც მხარში დამიდგა, შემეხიდა, დახმარების ხელი გამომიწოდა, მანუგეშა, გამამხნევა და გამაძლიერა. რომ არა ეს საუკეთესო ხალხი, უფრო გამიჭირდებოდა აქ დარჩენა.
ახლა ტაქსზე ვმუშაობ, ებრაელებს დავატარებ… ისეთი საინტერესო პროცესია, მოვიარე ნიუ იორკის შტატის მთიანი მხარე, ბარი, თითქმის მთელი შტატი… გზად ვუსმენ ლექციებს, პოდკასტებს, ჩემთვის საინტერესო ავტორებს, ჯაზს, როკს, ბლუზს, თავიდან ვეცნობი ამერიკულ რითმს, პოპკულტურას" - განაცხადა პეტრე კოლხმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე