
რა დაადასტურა სინამდვილეში ევროკომისიის პრესსპიკერმა? მან დაადასტურა ის, რომ ევროკომისიას არ აქვს არაფერი ხელჩასაჭიდი, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ აღიაროს. ის აღიარებს ამ ხელისუფლებას, მაგრამ უბრალოდ საკუთარი კონიუნქტურული ინტერესებიდან გამომდინარე, ზღუდავს მასთან კონტაქტებს. არაფერია, გადავიტანთ! - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის, ხოლო ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შეამცირა.
ანჯაფარიძის განცხადებით, სახეზე გვაქვს დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების "საქმიანი აღიარება", კონტაქტების დემონსტრაციული შეზღუდვით კი, ევროპული სტრუქტურები ცდილობენ, პოლიტიკურად განწირულ აქაურ ოპოზიციას ოდნავ მაინც შეაშველონ ხელი.
"რა დაადასტურა სინამდვილეში ევროკომისიის პრესსპიკერმა? მან დაადასტურა ის, რომ ევროკომისიას არ აქვს არაფერი ხელჩასაჭიდი, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ აღიაროს. ის აღიარებს ამ ხელისუფლებას, მაგრამ უბრალოდ საკუთარი კონიუნქტურული ინტერესებიდან გამომდინარე, ზღუდავს მასთან კონტაქტებს. არაფერია, გადავიტანთ!
ეს არის ზუსტად ის რაზედაც გუშინ დავწერე - სახეზე გვაქვს დასავლეთის მხრიდან ჩვენი ხელისუფლების "საქმიანი აღიარება." ანუ, გაღიარებთ, მაგრამ არ გეკონტაქტებით. ამით საკუთარ ფეხში ხომ არ ისვრის ევროპა?
იმედია ყველა ხვდება, რომ ხელისუფლებასთან კონტაქტების დემონსტრაციული შეზღუდვით ევროსტრუქტურები ცდილობენ ოდნავ მაინც შეაშველონ ხელი პოლიტიკურად განწირულ აქაურ ოპოზიციას. ამას ხედავენ საქართველოს მოქალაქეები და მათი პასუხი ჩემი აზრით არის დაახლოებით ასეთი - შეგვეშვით და ჩვენს ხალხს მოექეცით ევროპულად." - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.