რეზონანსი
11.11.2025

31 ოქ­ტომ­ბერს ლი­ლოს ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 30 წლის და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვილ­მა ყო­ფილ ცოლს 11 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რილ ქალს კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე მძი­მეა.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა, 19-109-ე (და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა) და 151-ე პრი­მა (ადევ­ნე­ბა, უკა­ნო­ნო თვალ­თვა­ლი) მუხ­ლე­ბით და­ი­წყო. და­ვით ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ამ დრომ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

მომ­ხდარ­ზე "ამბებს" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის და ესაუბრა:

"ჩემს დას 11 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ფილ­ტვი ჰქონ­და და­ხე­უ­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით მძი­მე­დაა, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა ნელა-ნელა სტა­ბი­ლურ­დე­ბა. არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, არც კლი­ნი­კის მი­სა­მართს, გვე­ში­ნია, ჩემს დას ისევ თავს არ და­ეს­ხას. რო­დემ­დე უნდა ვი­ყოთ ასე? ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, ად­რეც ძა­ლა­დობ­და დათო ჩემს დაზე, თუმ­ცა არ და­უჭ­რია. ერ­თად როცა იყ­ვნენ და გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დე­გაც ძა­ლა­დობ­და, ემუქ­რე­ბო­და მუდ­მი­ვად... მო­ძა­ლა­დეა, ძი­რი­თა­დად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა იყო მი­ზე­ზი. ერ­თად 3 წელი იცხოვ­რეს, ჩემი და 28 წლი­საა, დათო კი 30-ის. ჩემს დაზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს, დას თავს და­ეს­ხა, კბი­ლე­ბი ჩა­უმტვრია და ტუჩი და­უ­ზი­ა­ნა. ამის გამო 4 წლამ­დე ჰქონ­და მის­ჯი­ლი, თუმ­ცა წე­ლი­წად ნა­ხე­ვარ­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ვა­და­ზე ადრე და ელექტრო­სა­მა­ჯუ­რით და­დი­ო­და. მას მერე დას­დევ­და. ჩემი და ლი­ლო­ში, დრა­ი­ვის ჯი­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, 31 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე და­ეს­ხა თავს. გა­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და რა­ტომ­ღა უნდა ეეჭ­ვი­ა­ნა, რას დას­დევ­და? და­ძა­ბუ­ლე­ბი ვართ ყო­ველ დღე, ვცდი­ლობთ ახლა მა­ინც და­ვიც­ვათ ჩემი და, თუ გა­ი­გო სად არის, ისევ და­ეს­ხმე­ბა თავს..."

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×