
პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძის თქმით, მას და მის ოჯახს პაატა არაფერს უმხელდა, უბრალოდ აწყნარებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შუქრი ბურჭულაძე იმედოვნებს, რომ სასამართლოზე ყველაფერს ნათელი მოეფინება და ადვოკატები მაინც გამოიტანენ ინფორმაციას, რომელსაც დაკავებულები გააჟღერებენ.
"ჩვენ არანაირ დეტალებში არ გვრევდა პაატა და გვეუბნებოდა ერთ რამეს მხოლოდ, რომ ყველაფერი იქნება კარგად და ასე გვაწყნარებდა ყველას. იყო ინფორმაცია, რომ ისეთი კონსოლიდაცია იყო, რომ ისინი აპირებდნენ ხალხის მხარეს გადმოსვლა და მათთან დადგომას, ეს არის რაც მე ვიცი, თუმცა, ძალიან მალე, უკვე გვეცოდინება სიმართლე.
მიუხედავას იმისა, რომ ოჯახის წევრებს, პრესას და საზოგადოებას არ შეუშვებენ და მხოლოდ სუს-ის წარმომადგენლები იქნებიან მის პროცესზე 12-კაციან დარბაზში, ადვოკატებისგან მაინც გავიგებთ, თუ იტყვიან სასამართლოზე რამეს, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.