რეზონანსი
11.11.2025

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით მხარი დაუჭირა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.

საკითხი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

როგორც გორდულაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც ფინანსურ ან სამოხელეო დანაშაულებში იქნებიან მსჯავრდებულები, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვალდებულები იქნებიან 30 წლის განმავლობაში შეავსონ ფინანსური დეკლარაციები.

„ეს კიდევ ერთი მაგალითია კორუფციული დანაშაულების პრევენციისთვის“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×