რეზონანსი
11.11.2025

ბატონო გიორგი [შარაშიძე], იმდენს ან იმის მეათედს რომ გააკეთებთ ქვეყნისთვის, რაც გივი მიქანაძეს აქვს გაკეთებული, მერე გექნებათ უფლება, რომ ბატონი გივი გააკრიტიკოთ, მაგრამ, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში ზიხართ ერთი-ერთში და იმავენაირად იტყუებით, რაღაც ლეგენდებს რომ იგონებდნენ, ადეიშვილის მოადგილე და ა.შ. ბატონ მიქანაძეს მიჰყავს დღესდღეობით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ეს არის განათლების რეფორმა და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან წარმატებით გაართმევს იგი თავს ამ პასუხისმგებლობას, - განუცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, "გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატს, გიორგი შარაშიძეს.

მისივე თქმით, გახარიას პარტიის დეპუტატების განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, "ქართულ ოცნებას" არ აწყობს "ნაცების" გაქრობა, ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან, მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაცმოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით აქვს შეტანილი სარჩელი. შესაბამისად, მაჭავარიანმა ოპონენტებს მოუწოდა, ხშირად გაეცნონ ახალ ამბებს.

„რაც შეეხება თქვენი კოლეგის განცხადებას "ნაცებთან" დაკავშირებით, რომ სინქრონში მოქმედებთ და არ გაწყობთ, რომ "ნაცები" გაქრნენო - დარბაზში სხედხართ ბოლოსდაბოლოს და მგონი, უნდა იცოდეთ ის, რომ კონსტიტუციური სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვასთან დაკავშირებით და 6 თვე იმუშავა საგამოძიებო კომისიამ, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით გაგვემყარებინა ეს სარჩელი და როგორც იცით, 9 თვის ვადა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და აიკრძალება, საერთოდ გაქრება ეს პოლიტიკური ძალა ჩვენი პოლიტიკური ველიდან, შესაბამისად, მოგიწოდებთ, ხშირად გაეცნოთ ახალ ამბებს," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×