რეზონანსი
11.11.2025

„ახლა რასაც ვუყურებთ, გვაქვს ფარისევლობის პერფორმანსი, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არის, უბრალოდ, ამაზე გვესაუბრება ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც თავისი ლიდერის თამადობით საქართველო ყველაზე უფრო მძიმე მომენტში მიატოვა და უღალატა. უღალატა იმიტომ, რომ გადარჩენილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს დავალება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩისგან - ხელისუფლება უნდა ჩამოშლილიყო“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ფრაქცია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური ლიდერი (გიორგი გახარია) პასუხისმგებლობას გაექცა და ქვეყნიდან გაიქცა.

„ქართული ოცნება“ კი პასუხისმგებლობის ამღები პარტიაა. მაშინაც, როცა გახარია ხელისუფლებას შლიდა, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა. დღეს, როცა გამოწვევებია, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და ნაბიჯები გადავდგით. დღეს რომ გინდათ უკეთესი ცხოვრება ქვეყნისათვის, მაგრამ ფარისევლურად ებრძვით ინვესტიციას, ჩვენ ამ ინვესტიციებს განვახორციელებთ. დღეს, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თითქოს „ნაცებისთვის“ ხელი არ შეგიწყვიათ, ჩვენ სწორედ „ნაცების“ წინააღმდეგ შეგვაქვს ეს საკონსტიტუციო სარჩელი. ამიტომ, კიდევ ერთხელ - თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ და თუ რამე საქმიანი წინადადება გაქვთ, თქვით და გავითვალისწინებთ“, - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×