რეზონანსი
11.11.2025

საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომლის მიზანიც არის საკუთარი მერკანტილური პოლიტიკური მიზნების მიღწევის ფონზე, მაქსიმალურად დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, ოპოზიციის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქვეყანა და ქართველი ხალხი.

„ჩვენ გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პერიპეტიები და მათი ნეგატიური როლი. უფრო ადრე გვახსოვს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე, მათ მიერ ატალახებული კაბინეტები ევრობიუროკრატების მისაღებებში. აქ რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად უნდა გვახსოვდეს ის, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომლის მიზანიც არის საკუთარი მერკანტილური პოლიტიკური მიზნების მიღწევის ფონზე, მაქსიმალურად დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები, ქართული საზოგადოება“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში დაჟინებით ითხოვს, - წერს Prime Time. გამოცემის ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ბრიუსელში მაღალჩინოსნებს არწმუნებენს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×