
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის ოპოზიციის მცდელობებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ოპოზიცია აჩვენებს, რომ მათთვის ხელისუფლების წყარო არა ქართველი ხალხი, არამედ ბრიუსელია.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ამ ეგრეთ წოდებული ვითომ ოპოზიციის - „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აღიარებენ იმას, რომ ხელისუფლების წყარო მათთვის არის ბრიუსელი და არა ქართველი ხალხი. ისინი ამას აღიარებენ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ ქმედებებითაც - დადიან ბრიუსელში ნაცვლად იმისა, რომ იარონ საზოგადოებაში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში დაჟინებით ითხოვს - რადიკალური ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ბრიუსელში მაღალჩინოსნებს არწმუნებენს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს.