რეზონანსი
10.11.2025

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. წელს მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე 8 280 000 ლარს დახარჯავს.

გამარტივებული შესყიდვა 2026 წლის შობა-ახალი წლის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე უკვე გამოცხადებულია.

„საახალწლო ქალაქის“ მოწყობა და გასართობი ღონისძიებები 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით იგეგმება.

"ნეტგაზეთის" ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა კონცერტი იგეგმება.

“საახალწლო ქალაქი“ 2025 წლის 12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×