რეზონანსი
10.11.2025

ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში დაჟინებით ითხოვს. Prime time - ის ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და არწმუნებენ ბრიუსელში მაღალჩინოსნებს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს!

ცნობილი ხდება, რომ ბრიუსელში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის ვიზით გადაადგილებაზე მსჯელობენ.

წყაროს ცნობით ბრიუსელიდან, ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შესაძლოა შეშინდნენ მათზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებით, მაგრამ თავის მხრივ ოპოზიცია არწმუნებს ევროპელ ბიუროკრატებს, რომ მხოლოდ ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ ლიდერშიპზე ნულოვანი შედეგის მომტანი იქნება. თავის მხრივ, ევრობიუროკრატები აღნიშნულ პოზიციას პირიქით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საპირისპირო არგუმენტად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ თუ ქართველებმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც „გადაიტანეს“ და ამ შემთხვევაშიც არ შეცვალეს ხელისუფლება, მათი მორევა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება და ევროპიდანაც იძულებულები იქნებიან, არსებულ ხელისუფლებას ესაუბრონ!

Prime time

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×