რეზონანსი
10.11.2025

უკრაინის დროშები სახელმწიფო შენობებიდან თანდათან უნდა მოიხსნას, - განაცხადა ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ანოს“ ვიცე-თავმჯდომარემ, კარელ ჰავლიჩეკმა. მისივე თქმით, უკრაინის დროშებმა „შეასრულეს თავიანთი ფუნქცია, როგორც სიმბოლომ და სოლიდარობის გამოხატულებამ“.

მან ასევე ივარაუდა, რომ ევროპული დროშაც ჩამოიხსნება ვაჭრობის სამინისტროს შენობიდან, როდესაც მინისტრი გახდება.

„დროშა მოიხსნება, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ პირველივე დღეს. მე მგონია, რომ ეს დროშები უნდა მოიხსნას სახელმწიფო დაწესებულებებიდან. მე ამაში ცუდს არაფერს ვხედავ“, - აღნიშნა ჰავლიჩეკმა.

6 ნოემბერს ჩეხეთის დეპუტატთა პალატის ახლად არჩეულმა სპიკერმა, „თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის“ (SPD) პარტიის ლიდერმა, ტომიო ოკამურამ პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×