რეზონანსი
09.11.2025

ხოშტარია-ჯაფარიძის ეს ჩანაწერი არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის, რადგან, ერთსაც და მეორესაც არა ერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ ისინი მტრობენ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ხმა ისმის.

„მტრობენ იმ თვალსაზრისით, რომ უცხოურ ძალებს პირდაპირ ესაუბრებიან, რომ მთავარია ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და საქართველოს სუვერენიტეტი გადაეცემა ბრიუსელს თუ ვაშინგტონს, მნიშვნელობა არ აქვს; ომი იქნება საქართველოში თუ მშვიდობა, მნიშვნელობა არა აქვს. ისეთი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე, სხვა ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებდნენ საქართველოში, არაერთია. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის ფაქტიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი და აუცილებლად უნდა მოხდეს აკრძალვა იმ პარტიის, რასაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

„ქრონიკას“ ხელში ჩაუვარდა მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმის მტკიცებულებები. აუდიოჩანაწერში ისმის როგორც ელენე ხოშტარიას, ისე ზურა გირჩი ჯაფარიძის ხმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×