
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მუნის მკურნალობის პროტოკოლს აქვეყნებს.
„იმედია, ეს პატარა ინსტრუქცია დაეხმარება არაერთ ადამიანს“ - ამბობს პროფესორი და რჩევებს აქვეყნებს:
„მუნი (Scabies) – მკურნალობის ოფიციალური რეკომენდაცია CDC-დან
მუნი არ არის „სიბინძურე“. ეს არის კანის ინფექცია პარაზიტით (ტკიპა), რომელიც ვრცელდება კონტაქტით – კანის შეხებით, ტანსაცმლით, თეთრეულით, პირსახოცით.
CDC-ის რეკომენდაციები მკურნალობაზე:
✔ პირველი ხაზი – სპეციალური კრემი/ლოსიონი (რეცეპტის მიხედვით ექიმისგან)
✔ ზოგ შემთხვევაში საჭიროა პერორალური პრეპარატი (იშოვება მხოლოდ რეცეპტით)
✔ მკურნალობა მეორდება 7–14 დღეში (დამოკიდებულია პროტოკოლზე)
❗ ყველა ოჯახის წევრი ერთდროულად უნდა განიკურნოს, თუნდაც სიმპტომები არ ჰქონდეს.
სახლში აუცილებელია:
ტანსაცმლის, თეთრეულის, პირსახოცების რეცხვა 60°C-ზე
ის, რაც ვერ ირეცხება – დახურული პაკეტით 72 საათით
ფუმიგაცია არ არის საჭირო
მთავარი სიმპტომია შემაწუხებელი ქავილი ღამით + წვრილი წითელი გამონაყარი თითებს შორის, მაჯებზე, წელზე, შორის ნაწილში.
თუ ეჭვი გაქვს — ექიმს მიმართე, თვითმკურნალობა მიუღებელია,“ - დაწერა გიორგი ფხაკაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე