
პოლიციამ სუპერმარკეტ "სპარში" მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მანანა (მანჩო) გიორგობიანის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა, მათ შორის არის ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი. დაკავებულის მამიდამ თაკო ჩარკვიანმა მანჩო გიორგობიანი გარკვეულწილად პროვოკაციაში დაადანაშაულა.
"მე ამ ამბავს რომ შევეწირო, არ გავჩუმდები. ერთი წამით ვინმემ არ იფიქროს, რომ აქ მე იმ ძალადობას, რომელიც ამ ბიჭებმა გააკეთეს, მივარდნენ და კონსულტანტს სცემეს, ამას ვამართლებ, არა, არ ვამართლებ. მკვდრები ვართ ორი დღეა, მე იმ კადრებს ვერ ვუყურებ, გადავირიე ის ბიჭები ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნენ, ეს გამორიცხულია, მაგრამ წარმოიდგინეთ, გარდაცვლილი მეგობრის დედამ დაურეკა ბიჭებს, რომლებიც მთვრალები იყვნენ, სუფრასთან ისხდნენ და ზუსტად ისე კიოდა, როგორც ვიდეოში კიოდა, - მიშველეთ, მცემეს, მირტყამენო, ესენი ეტყობა აიშალნენ პირდაპირ და იქ შევარდნენ.
აქ ბევრი კითხვაა, საიდან იცოდა ამ ქალმა, რომ ეს ბიჭები იქვე იყვნენ და ერთად სვამდნენ, ხომ არ გამოიყენა ეს ქალი, გიორგობიანი პოლიციამ, იმიტომ, რომ დღევანდელი იარაღის ჩადების მცდელობით, ამიტომ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჰგავს აქტიურ პროვოკაციას. ეს მხოლოდ ჩემი სიტყვები არ არის, ამას იურისტები ამბობენ. ამიტომ გვაქვს უფლება, რომ ვთქვათ, ეს ქალი ნებსით თუ უნებლიედ გამოყენებულია ამ საქმეში, ან თავისი ინიციატივით, ან მისი ფსიქიკიდან გამომდინარე, არ მაინტერესებს, ფაქტია გამოყენებულია, ზუსტად იმიტომ, რომ უნდოდათ ეს ნასვამი ბიჭები შეეტყუებინათ იმ სუპერმარკეტში. იმ დედაკაცს პატრული გამოუძახებია, სასაკლაოზე რომ შვილისტოლა ბიჭებს ურეკავ, რაში ჯდება ეს?
განადგურებულები ვართ, პირდაპირ გეტყვით, ამას რომ ვამბობ, განა ძალადობა შეიძლება გავამართლო, როგორ გეკადრებათ, მაგრამ კითხვები გვაქვს. არ იკითხო არაფერი, რანაირად არ ვიკითხო?" - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ჩარკვიანმა.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე