
უკრაინული კომპანიის, „ცენტრენერგოს“ თბოელექტროსადგურებზე ომის დაწყებიდან რუსეთის ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ელექტროენერგიის გამომუშავება სრულად შეჩერდა.
უკრაინული მედიის მიხედვით, უპრეცედენტო რაოდენობის რაკეტები და დრონები იმავე თბოელექტროსადგურებს ესხმოდა თავს, რომლებიც 2024 წლის დამანგრეველი თავდასხმის შემდეგ აღადგინეს.
„სადგურები იწვის! ჩვენი თბოელექტროსადგურები სამხედრო ობიექტები არ არის. იარაღს არ ვაწარმოებთ! მშვიდობიან მოსახლეობას ვასაქმებთ. ჩვენ გავჩერდით. ახლა ნულოვანი გამომუშავებაა. ნული! ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი, რასაც 24 საათის განმავლობაში აღვადგენდით. სრულიად“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მედიის თანახმად, 8 ნოემბრის ღამეს რუსეთის ფედერაციამ კვლავ განახორციელა მასშტაბური თავდასხმა „ნაფტოგაზის“ გაზის ინფრასტრუქტურაზე, რაც ოქტომბრის დასაწყისიდან მეცხრე მიზანმიმართული დარტყმაა სამოქალაქო გაზის ინფრასტრუქტურაზე.