რეზონანსი
08.11.2025

ტრაგიკულად არ უნდა აღვიქვათ, თუ ერთ მშვენიერ დღეს, ვეღარ გადავკეტავთ რუსთაველს, - განაცხადა რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერმა, კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან საუბრისას.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არის სიმბოლური აქტი და თუ ის ვერ შედგება არ ნიშნავს, რომ პროტესტი დასრულდა.

„იმიტომ რომ ეს არის სიმბოლური აქტი, გასაგებია და სწორედ იმიტომ, რომ სიმბოლურია, თუ ის ვერ შედგა, ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი დამთავრდა. არა უშავს, ჩვენ მოვიფიქრებთ მაინც გამოსავალს, რაც უნდა ბევრი პოლიციელი ჩააყენონ“ - განაცხადა თეო ხატიაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×